ეკონომიკა
რომელი პროდუქტი გაძვირდა აგვისტოში ყველაზე მეტად
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.9 პროცენტი შეადგინა.

გთავაზობთ იმ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც აგვისტოში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:

საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.3%-ით;

საზამთრო - 61.4%-ით;

ნიორი - 54.9%-ით;

ხახვი - 44.3%-ით;

ფორთოხალი - 41.9%-ით;

მუზეუმის ბილეთი - 32.1%-ით;

მსხალი 32.1%-ით;

შაქარი - 31.5%-ით;

ბადრიჯანი - 31.1%-ით;

ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.3%-ით.
| Print |