ეკონომიკა
აგვისტოში რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 6%-ით შემცირდა
2019 წლის აგვისტოში საქართველოს უცხოეთის 1 254 554 მოქალაქე ეწვია, რაც 5,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის აგვისტოში ქვეყანაში სულ 1 185 682 უცხოელი შემოვიდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, Top-6 ქვეყნიდან ვიზიტორების რაოდენობა მხოლოდ რუსეთიდან შემცირდა და ისიც, მხოლოდ 6%-ით. კერძოდ, თუ 2018 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციიდან 270 022 ადამიანი შემოვიდა, წელს აგვისტოში ამ რიცხვმა 252 873 შეადგინა.

Top-6 ქვეყანა საზღვრის კვეთების რაოდენობის მიხედვით: 

აზერბაიჯანი - 287 378 (+16%) 
რუსეთის ფედერაცია - 252 873 (-6%)
სომხეთი - 249 706 (+4%)
თურქეთი - 180 933 (+9%)
ევროკავშირის ქვეყნები - 79 044 (+23%)
უკრაინა - 33 240 (+21%)
ისრაელი - 30 140 (+21%)

შსს-ს სტატისტიკით ვიზიტორთა ოცეულში შედის - საუდის არაბეთი, ირანი, ყაზახეთი, ბელარუსი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი და ა.შ.
| Print |