ეკონომიკა
რომელი ქვეყნებიდან შემოდის ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი საქართველოში?

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 146,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8,1 მლნ ლარით (5,2%-ით) ნაკლებია ივლისის მაჩვენებელთან შედარებით, როცა ქვეყანაში გადმორიცხული თანხის მოცულობა 154.5 მლნ აშშ დოლარი იყო. რაც შეეხება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, აქ ზრდა დაფიქსირდა, კერძოდ, 2018 წლის აგვისტოში 135,8 მლდ დოლარი გადმოირიცხა.

რაც შეეხება ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:
  • რუსეთი - 35,4 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 20,5 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ- 15,1 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი - 14,7 მლნ აშშ დოლარი
  • ისრაელი - 14,0 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი - 7,9 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 4, 2 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 4,2 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 3,8 მლნ აშშ დოლარი
  • პოლონეთი - 3,1 მლნ აშშ დოლარი
ამასთან, მცირედით შემცირდა საქართველოდან გადარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობაც. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოში ქვეყნიდან 19,03 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 1%-ით ნაკლებია გასული თვის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის ივლისში ფულადი გადარიცხვების მაჩვენებელმა - 19, 23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ქვეყნები, სადაც აგვისტოში საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა:
  • რუსეთი - 6,5 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი - 2,3 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 1,9 მლნ აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 1,2 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი - 869 ათასი აშშ დოლარი
  • სომხეთი - 614 ათასი აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 584 ათასი აშშ დოლარი
  • ისრაელი - 349 ათასი აშშ დოლარი
  • გერმანია - 327 ათასი აშშ დოლარი
  • საფრანგეთი - 274 ათასი აშშ დოლარი.

    წყარო: bpn.ge
| Print |