ეკონომიკა
კანონპროექტის მიხედვით, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება იცვლება
პირები, რომლებიც ზეგანაკვეთურად იმუშავებენ, დამატებით ანაზღაურებად არსებული ხელფასის 125%ს ან მეტს მიიღებენ - ამის შესახებ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პროექტშია საუბარი.

კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია. მას პარლამენტი დაახლოებით, ერთ თვეში განიხილავს. 

დაგეგმილია სტაჟირების, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის, ასევე შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისთვის მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება.

რაც შეეხება კონკრეტულად ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დაგეგმილ რეგულაციების, ცვლილებათა პროექტში ვკითხულობთ:
  • ზეგანაკვეთური შრომა დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო კვირაში 8 საათს;
  • ასევე დგინდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, რომელიც არ უნდა იყოს ნომრირებულის 125%-ზე ნაკლები;
  • შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ნაცვლად დამატებითი დასვენების საათების მიცემაზეც;
  • ზუსტდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ვადები;
  • შემოდის ზეგანაკვეთური შრომის წინასწარი შეტყობინების ვალდებულება (გამონაკლისია დამსაქმებლის ობიექტური საჭიროება).
| Print |