ეკონომიკა
,,ქართული ოცნების" 7 წლიანი მმართველობა ციფრებში
„ქართული ოცნების“ 7-წლიანი პერიოდს თან 79,4%-ით გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, შემცირებული მშპ, გაზრდილი საშუალო ხელფასი მოყვა.

www.bpn.ge -ს ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, საჯარო სკოლებში უფასო სახელმძღვანელოები დარიგდა, გაიზარდა პენსია და სხვა სოციალური გასაცემლები, თუმცა მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, რადგან გაუფასურებულმა ეროვნულმა ვალუტამ „შეჭამა“ გაზრდილი პენსიის, ხელფასის და სოციალური დახმარების ნაწილი, მედიკამენტებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე კი ფასები გაიზარდა.

ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა. მაშინ კოალიციამ არჩევნებში ხმების 54, 97% მოიპოვა. „ოცნებამ“ არჩევნებში ხელმეორედ 2016 წელსაც გაიმარჯვა, მაშინ კოალიციამ არჩევნებში ხმების 48,7%-ი მიიღო.

ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი. მაგალითად, 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენდა 7.1 მლრდ ლარს, 2019 წელს კი ცვლილებების პროექტის მიხედვით, 13 მლრდ ლარამდე იზრდება.
| Print |