ეკონომიკა
საზღვარზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა დაფიქსირდა
29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: ,,წითელი ხიდი“, ,,გუგუთი“, და ,,სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, აზერბაიჯანის, რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერების შედეგად, ჯამში 20,097.74 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (ჯამში 199,9 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით
სგპ „სარფში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებული საქმის მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სხვა სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, ჯამში 13,545.84 ლარის ოდენობით.

| Print |