ეკონომიკა
ახალციხის მერიამ მიუსაფარი ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაციის პროცესი შეაჩერა
ახალციხეში, ქუჩაში მცხოვრები ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაცია შეწყდა. მერიაში ამბობენ, რომ მიზეზი ცხოველთა უფლებადამცველების პროტესტია. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პოსტოპერაციული პერიოდისთვის თვითმმართველობას ცხოველებისთვის შესაბამისი პიპრობები არ ჰქონდა შექმნილი.

„ძაღლების დამუშავება რომ დავიწყეთ, მედიაში ერთი ამბავი ატყდა. საკითხი გაჩერდა, რადგან კომფორტული თავშესაფარი არ გვქონდა. ცხოველთა უფლებადამცველები ამბობდნენ, რომ შესაბამისი შენობა-ნაგებობა არ გვქონდა, თუმცა პრობლემა არაფერი იყო“, - ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე. მისივე თქმით, თვითმმართველობა გორის თავშესაფართან ხელშეკრუკლებას გააფორმებს, რომლის საფუძველზეც ცხოველებს კასტრაცია-სტერილიზაცია ჩაუტარდებათ.

„ჩვენ დავიჭერთ ცხოველს, გადავიყვანთ გორში, სადაც კასტრაცია-სტერილიზაცია ჩაუტარდება და დავაბრუნებთ უკან, ახალციხეში“, - განმარტავს მუნიციპალიტეტის მერი.

ცხოველების დამუშავება ქალაქ ახალციხეში 2018 წლის ნოემბრიდან დაიწყო. ძაღლების დაჭერასა და დანომვრას ჯანდაცვის ა(ა)იპ-ი და დასუფთავების სამსახური ერთობლივად უზრუნველყოფდნენ. პროცედურები კერძო კლინიკაში ტარდება.

ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის აშენება 2018 წელს დაანონსდა. ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ პროექტი უკვე მზადაა და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ამავე თემაზე: 

ახალციხეში ქუჩაში მცხოვრები 20 ძაღლი აცრეს

"თავშესაფარი არ უნდა იყოს ცხოველთა მუდმივი საცხოვრებელი" - ლაშა გეგჭკორი

ძაღლებისგან დაკბენილი მოსახლეობის რიცხვი შარშანდელთან შედარებით გაიზარდა
| Print |