ეკონომიკა
ქვეყნები, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149,8 მლნ აშშ დოლარი (444.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13, 9%-ით (18, 3 მლნ აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენელბელზე. 2018 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 131,4 მლნ აშშ დოლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფულადი გადმორიცხვებით კვლავ რუსეთი ლიდერობს (24,4%), რომელსაც იტალია (14,07%) და საბერძნეთი (10,63%) მოსდევენ.

წარმოგიდგენთ 10 ქვეყანას, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
  • რუსეთი - 36,299 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 21,075 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი - 15,922 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ - 15,392 მლნ აშშ დოლარი
  • ისრაელი - 13,551 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი - 8,181 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 4,377 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 4, 275 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 3, 479 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 2, 927 მლნ აშშ დოლარი
რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხულ ფულად მოცულობებს, სებ-ის მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 20,5 მლნ აშშ დოლარი (60,7 მლნ ლარი ) გაიგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 6,5%-ით მეტია. 2018 წლის სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში გადარიცხული თანხა 19,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

წყარო: bpn.ge
| Print |