ეკონომიკა
საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა
2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის გამოთვლით, ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 192.9 ლარი შეადგინა, მაშინ როცა სექტემბერში ეს მაჩვენებელი 189.9 ლარი იყო.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, საარსებო მინიმუმი 19.1 ლარით არის გაზრდილი. გასული წლის ოქტომბერში ეს მონაცემი 173.8 ლარს შეადგენდა.

4,9 ლარით გაიზარდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 323.5 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს ციფრი, 2018 წლის ოქტომბრის მონაცემთან შედარებით, 32 ლარით არის გაზრდილი.
| Print |