ეკონომიკა
ხუთი პროდუქტი, რაც რუსეთიდან დიდი რაოდენობით შემოგვაქვს
2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 366.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდზე 0.5 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 035.7 მლნ აშშ დოლარს (10.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 331.2 მლნ აშშ დოლარს (3.1 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.6 პროცენტი შეადგინა. იმპორტის თვალსაზრისით, ქვეყნების ათეულში მეორე ადგილს რუსეთი იკავებს, საიდანაც იმპორტმა 774.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთიდან შემოტანილ პროდუქტებში ლიდერობს:

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 165 850 800 აშშ დოლარი;
ხორბალი და მესლინი - 70 650 400 აშშ დოლარი;
ქვანახშირის კოქსი და ნახევარკოქსი - 28 461 700 აშშ დოლარი;
ნავთობის აირები - 25 543 200 აშშ დოლარი;
მზესუმზირის ზეთი - 25 350 900 აშშ დოლარი. 

წყარო: bpn.ge
| Print |