ეკონომიკა
საქართველოში ნათესების საერთო ფართობი ყოველწლიურად მცირდება - საქსტატი
საქართველოში ნათესების საერთო ფართობი ბოლო რამდენიმე წელია მნიშვნელოვნად მცირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2014 წელს ნათესების საერთო ფართობი 479,9 ათასი ჰექტარი იყო, 2015 წელს - 463,9 ათასი ჰექტარი შეადგინა, 2016 წელს - 240 ათასი ჰექტარი, 2017 წელს - 420 ათასი ჰექტარი, 2018 წელს კი, მხოლოდ - 207,1 ათასი ჰექტარი.

მცირდება მარცვლოვანი და მარცვლოვან­პარკოსანი კულტურების ნათესების ფართობებიც. საქსტატის მონაცემებით, 2014 წელს მარცვლოვანი და მარცვლოვან­პარკოსანი კულტურების ნათესების ფართობი - 213 ათასი ჰექტარი იყო, 2015 წელს - 198,9 ათასი ჰექტარი, 2016 წელს - 180 ათასი ჰექტარი, 2017 წელს - 161,9 ათასი ჰექტარი, ხოლო 2018 წელს - 153,2 ათასი ჰექტარი.

საქსტატის მონაცემებითვე, კარტოფილს, ბოსტნეულს და ბაღჩეულ კულტურებს 2014 წელს 41.2 ათასი ჰექტარი ეკავა, 2015 წელს - 43.8 ათასი ჰექტარი, 2016 წელს - 38.9 ათასი ჰექტარი, 2017 წელს - 37 ათასი ჰექტარი, ხოლო 2018 წელს - 34.3 ათასი ჰექტარი.
| Print |