ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9573 ლარი გახდა
ლარი დოლართან მიმართებაში ნახევარი თეთრით გაიაფდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9573 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.9627 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0054 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2746 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.2800 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს, ხუთ დეკემბერს შევიდა.
| Print |