ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა წიაღის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, წიაღის ეროვნული სააგენტოს დირექტორი მაია ზავრაშვილი, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დირექტორი დავით გიგინეიშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.
ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს წიაღის სექტორში მიმდინარე რეფორმა და რეფორმის თავის მხრივ, სექტორის წარმომადგენლებმა მინისტრს მათ წინაშე არსებული გამოწვევები გააცნეს და ხაზი გაუსვეს სექტორში განხორციელებულ ცვლილებებს, რის შედეგადაც მათ ლიცენზიების მოპოვება და ინერტული მასალების დამუშავების პროცედურები გაუმარტივდათ.
მიმდინარე შეხვედრას, ძირითადად, ქვიშისა და ინერტული მასალების მომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენელები დაესწრნენ. მათ მიერ წარმოებული პროდუქციით, ძირითადად, ადგილობრივი სამშენებლო სექტორი სარგებლობს. ნათია თურნავამ ასევე მოინახულა წაღვერში ახლადგახსნილი პემზის ბლოკის დამამზადებელი საწარმო, რომელიც ვულკალური წიდის ნედლეულს გადაამუშავებს. საწარმოში 3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
„კანონში შედის და პარლამენტში პირველი მოსმენით უკვე გასულია ცვლილება, რომ მეწარმეს, რომელიც ახორციელებს მოპოვებას და პარალელურად, გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავების სურვილი აქვს, სახელმწიფო უფრო შეღავათიანად, მარტივად და ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურის გარეშე გადასცემს მიწას, რომელზეც უნდა ააშენოს საწარმო და დაასაქმოს ადამიანები“- აღნიშნა ნათია თურნავამ.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა სურამთან შპს „კავკას ცემენტ ჯორჯიას“ კვარციანი ქვიშის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა. კომპანიაზე 2018 წელს გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამის მიმდებარე ტერიტორიაზე, „სურამის“ კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის მოპოვებაზე 20 წლის ვადით, წიაღისეულის ჯამური მოცულობა - 254 100 მ-ს შეადგენს.
„ერთი ფანჯრის“ პრინციპის დანერგვას, ასევე წიაღის მოპოვებაშიც დავნერგეთ ეს პრინციპი. წიაღის სააგენტო უკვე სრულად არის დიგიტალიზებული და თავად მეწარმეებმაც აღნიშნეს, რომ არ უხდებათ თბილისში ჩამოსვლა და ადგილზე შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება. შემდეგი ეტაპია, გავამარტივოთ შეთანხმებების პროცედურები სხვადასხვა სტრუქტურასთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.