ეკონომიკა
საქართველო მსოფლიოს ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში 18-ე ადგილზეა - AAWE

 

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციციამ AAWE-მ მსოფლიოს ღვინის ექსპორტიორი 60 ქვეყანის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინის ექსპორტი საფრანგეთმა განახორციელა - 11,055 მლრდ დოლარის ღირებულების. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედიან: იტალია - 7,369 მლრდ დოლარი, ესპანეთი - 3,494 მლრდ დოლარი, ავსტრალია - 2,160 მლრდ დოლარი და ჩილე - 1,999 მლრდ დოლარი.

AAWE-ის მონაცემებით, საქართველო ექსპორტიონი ქვეყნების სიაში მე-18 ადგილს იკავებს, კერძოდ, 2018 წელს საქართველომ მსოფლიოში 197 მლნ დოლარის ღვინის ექსპორტი განახორციელა.

საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან ექსპორტირებული ღვინის მოცულობა ასე გამოიყურება:
  • საქართველო - 197 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 10,1 მლნ დოლარი
  • სომხეთი - 9,4 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 7,7 მლნ დოლარი
  • რუსეთი - 7,5 მლნ დოლარი
წყარო: BPN.ge
| Print |