ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8781 ლარი ეღირება, ევრო – 3.2002 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7556 ლარი.

17 იანვარის ოფიციალური კურსით კი, ერთი ამერიკული დოლარი 2.8818 ლარი ღირდა, ევრო –3.2158 ლარი, ფუნტი – 3.7639 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 18 იანვარს შევა ძალაში.
| Print |