ეკონომიკა
საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გაუქმდა

 

საქართველოში კიდევ ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უქმდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნული.

საუბარია შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,პროფაინანსიზე“. განკარგულების თანახმად, გაუქმდა მისი, როგორც მისო-ს რეგისტრაცია და დაიწყო ორგანიზაციის ლიკვიდაციის პროცესი.

„ეს განკარგულება გამოცემიდან 10-დღიან ვადაში უნდა გამოქვეყნდეს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე,“ - აღნიშნულია განკარგულებაში.

2019 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რიცხვი თითქმის ყოველთვიურად მცირდებოდა, რაზეც ეროვნული ბანკის სტატისტიკაც მეტყველებს. 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში 65 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო რეგისტრირებული, ხოლო 2020 წლის 18 იანვრის მდგომარეობით მათი რიცხვი 46-ს შეადგენს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა რაოდენობა 19-ით არის შემცირებული.
| Print |