ეკონომიკა
2019 წელს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა - "საქსტატი"

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა. როგორც საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ 2019 წლის დეკემბერის ეკონომიკური ზრდის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დეკემბერში ეკონომიკა 3,8%-ით გაიზარდა, ხოლო 12 თვის საშუალო რეალური ზრდის მაჩვენებელი, წინასწარი შეფასებით 5,2%-ია.

დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ტრანსპორტის, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებებს. კლება კი დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში",- აღნიშნა თოდრაძემ.

მისივე თქმით, 2019 წლის იანვარ-დეკემბერში საქონლის ექსპორტმა 3 771.5 მლნ დოლარი, იმპორტმა კი 9 063.2 მლნ დოლარი შეადგინა.

 

| Print |