ეკონომიკა
Trace International-ის რეიტინგში კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო 27-ე ადგილზეა

 

კვლევითი ორგანიზაცია Trace International-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში საქართველო ბიზნესის კორუფციისგან თავისუფლების მხრივ მსოფლიოში 27-ე ადგილზე იმყოფება.

საქართველოს პოზიცია 2018 წლის შეფასებასთან მიმართებით უცვლელია.

ქვეყნის სარეიტინგო ქულა ოთხი ძირითადი კრიტერიუმისგან შედგება, ესენია:

ბიზნესის მთავრობასთან ინტერაქციაა - საქართველოს პოზიცია 16-ე ადგილი;
ანტიკორუფციული კანონმდებლობა და აღსრულება - საქართველოს პოზიცია 37-ე ადგილი;
საჯარო და სამოქალაქო ინსტიტუტების/სერვისების გამჭვირვალობა - საქართველოს პოზიცია 31-ე ადგილი;
სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობა დააკვირდეს პროცესებს - საქართველოს პოზიცია 31-ე ადგილი.

რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე ახალი ზელანდია იმყოფება, ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა კი სომალია.

საქართველოს მეზობელი ქვეყნების მიერ დაკავებული პოზიციები ასეთია:

სომხეთი - 74-ე ადგილი;
აზერბაიჯანი - 79-ე ადგილი;
რუსეთის ფედერაცია - 110-ე ადგილი;
თურქეთი - 123-ე ადგილი.

Trace-ი ქვეყნების ყოველწლიურ შეფასებას 2014 წლიდან აქვეყნებს. კვლევის მეთოდოლოგია Rand Corporation-თან პარტნიორობით არის შედგენილი.
წყარო: bm.ge
| Print |