ეკონომიკა
ერთ წელში ხილი 28.3%, რძის ნაწარმი - 15%, ხორცი - 14%, პური კი 5%-ით გაძვირდა - საქსტატი

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020 წლის ინფლაციის მაჩვენებელს აქვეყნებს, რომლის თანამხადაც იანვარში წლიური ინფლაციის დონემ 6.4% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 11.3 პროცენტით. ხილი და ყურძენი (28.3 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.2 პროცენტი), თევზეული (12.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (8.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.8 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (7.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.1 პროცენტი).

ჯგუფში ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო
: ფასები გაიზარდა 11.2 პროცენტით. თამბაქოს ნაწარმი (20.3 პროცენტი), ალკოჰოლური სასმელები (3.4 პროცენტი).

ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.2 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.9 პროცენტი).
| Print |