ეკონომიკა
ტექინსპექტირება ავტომობილების 53%-მა ვერ გაიარა
პირველადი ტექინსპექტირება ავტომობილების უმრავლესობამ ვერ გაიარა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან 2020 წლის 3 თებერვლამდე ჩატარდა 958 488 პირველადი ინსპექტირება, აქედან გამართული იყო - 447 920 (47%) ავტომობილი, გაუმართავი 510 568 (53%) ავტომობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებულია მილიონ 300 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება.

ყველა ტიპის ავტომობილისთვის ტექინსპექტირების გავლა სავალდებულო 2019 წლის იანვრიდან გახდა. პროცესი 2018 წლიდან დაიწყო და ეტაპობრივად შევიდა ძალაში.
| Print |