ეკონომიკა
რა დაუჯდა ივანიშვილის „ქართუს“ სასესხო დავალიანებების ჩამოწერა მოქალაქეებისთვის
„ქართუ ჯგუფმა“ 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია სასესხო დავალიანებების ჩამოწერის ერთჯერად აქციაზეც.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მთავრობამ ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის პროცესი განახორციელა. როგორც თავდაპირველად დაანონსდა, ვალების განულება 600 000 მოქალაქეს შეეხებოდა და მათ 2 000 ლარამდე მოცულობის ერთ წელზე მეტად ვადაგადაცილებული ვალები ჩამოეწერებოდათ.

ანგარიშგების თანახმად, ფონდმა აქციის ფარგლებში 38 877 000 ლარის საკრედიტო პორტფელები გამოისყიდა. „ქართუ ჯგუფმა“ დააფუძნა სს მისო „კრედიტი 2018“, რომელმაც „სოციალური სოლიდარობის აქტის“ ფარგლებში ფიზიკურ პირებზე, 2019 წლის პირველ იანვრამდე გაცემულ სესხებზე, გამოისყიდა საკრედიტო პორტფელები სს „ფონდი ქართუ“-სგან, რომლებიც 100%-იანი წილის მქონე აქციონერის გადაწყვეტილებით ჩამოიწერა სრულად საკრედიტო დავალიანებების პატიების შედეგად. 

სესხების ჩამოწერის პროგრამა 615 164 პირს შეეხო, ხოლო ჩამოწერილმა დავალიანებებმა 4 104 429 484 ლარი შეადგინა. 

ამავე თემაზე ნახეთ "უპატიებელი სესხები"

წყარო: bpn.ge
| Print |