ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსის გამო $200 მილიონი დაკარგა - Bloomberg
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ 21 თებერვლის შემდგომ $200 მილიონი დოლარი დაკარგა და მისი ქონება $5.57 მილიარდი დოლარიდან $5.37 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

შედეგად, ივანიშვილი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 359-ე ადგილს იკავებს.

აღნიშნული კლება, Bloomberg-ის შეფასებით, გლობალურ საფინანსო ბაზარზე აქციების ფასების მკვეთრ ვარდნას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება ჯამურად $84 მილიარდი აშშ დოლარით შემცირდა. ყველაზე დიდი - $14.1 მილიარდიანი ზარალი Amazon-ის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს ჰქონდა, Berkshire Hathaway-ის დამფუძნებლის უორენ ბაფეტის ქონება კი $8.9 მილიარდი დოლარით შემცირდა.
| Print |