ეკონომიკა
საქართველოდან ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი გაიზარდა

 

მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ხილის ექსპორტი 39,4%-ით, ბოსტნეულის კი - 11%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში ხილისა და კაკლის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 7,138 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მათი მოცულობა, მთლიან საექსპორტო პროდუქტებს შორის 2,7% იყო. (2019 წლის იგივე პერიოდში 5,120 მლნ აშშ დოლარი)

ჯგუფში წამყვან პოზიციებს იკავებს: მანდარინი - 2, 928 მლნ აშშ დოლარი, თხილი - 2, 725 მლნ აშშ დოლარი, ბანანი (რეექსპორტი)- 340,4 ათასი აშშ დოლარი, ფორთოხალი - 221,7 ათასი აშშ დოლარი, ვაშლი - 152,7 ათასი აშშ დოლარი.

2019 წლის იანვარში წამყვან პოზიციებზე იყო: თხილი - 2, 075 მლნ აშშ დოლარი, მანდარინი - 1,760 მლნ აშშ დოლარი, ფისტა - 369,6 ათასი აშშ დოლარი, ვაშლი - 339,3 ათასი აშშ დოლარი, ბანანი (რეექსპორტი)- 141,9 ათასი აშშ დოლარი, კაკალი - 137,6 ათასი აშშ დოლარი.

რაც შეეხება ბოსტნეულს, 2020 წლის იანვარში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლმა 1,260 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მთლიან საექსპორტო პროდუქტებს შორის, ბოსტნეულის წილი 0 5% იყო. (2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ბოსტნეულის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლმა 1,135 მლნ აშშ დოლარი შეადგინა).

ჯგუფში წამყვან პოზიციებზეა: კიტრი - 136,6 ათასი აშშ დოლარი, სოკო - 122,5 ათასი აშშ დოლარი და ბადრიჯანი - 112,3 ათასი აშშ დოლარი.

npn.ge
| Print |