ეკონომიკა
ნავთობის ფასი კიდევ დაეცა
6 მარტის ვაჭრობის შედეგად Brent-ის მარკის ნავთობზე ფასი კიდევ 9%-ით შემცირდა და ბერელზე $45,34 შეადგინა.

Reuters-ის ცნობით, ექსპერტები ამის მიზეზად რუსეთსა და ოპეკს შორის ჩაშლილ ხელშეკრულებას ასახელებენ.

რუსეთი და ოპეკის წევრი ნავთობმომპოვებელი ქვეყნები, ნედლეულის მოპოვების შეზღუდვაზე ვერ შეთანხმდნენ.

საქმე ეხება ხელშეკრულებას, რომელიც 2020 წლის 1 აპრილს უნდა გაფორმებულიყო.

ოპეკის არაწევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების კიდევ უფრო შეზღუდვას ითხოვენ.

ნედლეულის მოპოვებაზე შეზღუდვას რუსეთი სამი თვით ითხოვდა, თუმცა მხარეებს შორის ხელშეკრულება, მხოლოდ ურთიერთობის გაგრძელებაზე გაფორმდა.

გამოცემის ცნობით ნავთობის ფასი ბოლო 11 წლის მინიმუმზეა.
| Print |