ეკონომიკა
,,სახელმწიფოს ვთხოვთ მხარდაჭერას და შუამდგომლობას" - სასტუმროს მეპატრონეები ახალციხეში დახმარებას ითხოვენ

კორონავირუსის პანდემიის გამო, სასტუმროებს ჯავშნების 90% გაუუქმდა. ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ სასტუმროების ტიპის ობიექტებს შეექმნა.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ტურისტულმა და კონკრეტულად კი სასტუმროების მიმართულებამ მიიღო.

თანამშრომლების შესაძლო შემცირების საკითხისა, პრობლემაა ბანკებთან ურთიერთობა და შექმნილი ვითარების ფონზე სესხების დაფარვა, ასევე - ქონების გადასახადის გადახდა.

შექმნილი რთული მდგომარეობის გამო საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას წერილით მიმართავენ, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან, კორონავირუსის გამო არსებული მძიმე მდგომარეობის დასაძლევად ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას ეხება:

„მხარდაჭერას ვითხოვთ სახელმწიფო და კომუნალური გადასახადების გარკვეული ვადით გადავადებისა და დავალიანების შემდგომ თვეებზე გადანაწილების შესახებ. ეს გადასახადებია: ქონების გადასახადი; საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი;

- ასევე, ვთხოვთ მხარდაჭერას და შუამდგომლობას ენერგოკომპანიებთან, რომლებსაც უნდა გადავუხადოთ კომუნალური გადასახადები, მათი გარკვეულ ვადამდე გადაწევისა და შემდგომ თვეებში გადანაწილების შესახებ;

- აგრეთვე, სახელმწიფოს მხარდაჭერას და შუამდგომლობას საბანკო სექტორთან, აღებული ვალდებულებების გარკვეულ ვადამდე გადაწევისა და რესტრუქტურიზაციის მიზნით“
, - აღნიშნულია მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში.

რთული ვითარებაა ახალციხის სასტუმროებშიც.



| Print |