ეკონომიკა
ლიბერთი ბანკი: ყველა ფიზიკურ პირს ვთავაზობთ 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სესხებზე

 

„ლიბერთი ბანკი“ უერთდება „საქართველოს ბანკისა“ და „თიბისის“ კამპანიას და ყველა ფიზიკურ პირს 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს სესხებზე.

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის, მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის და ასევე, სერვის ცენტრებში მომხმარებლის ნაკადის შემცირების მიზნით, მივიღეთ კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, ვისაც გააჩნიათ სასესხო ვალდებულებები შევთავაზოთ 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი.

დღეიდან, შეთავაზება ავტომატურად ვრცელდება სახელმწიფო სარგოს მიმღებ პირებზეც და მომავალი 3 თვის განმავლობაში, არცერთ სოციალური სარგოს მიმღებ პირს არ ჩამოეჭრება სესხის მომსახურების თანხები.

ასევე, ქვეყანაში შექმნილი გარემოების გამო, ლიბერთი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორის, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გამოწვევებს და ამ სექტორში მოქმედ მომხმარებლებს შესთავაზებს დროულ, მოქნილ და მათი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ შეღავათიან პირობებს.

ორშაბათიდან მომხმარებლებს დეტალურ ინფორმაციას შეღავათებთან დაკავშირებით მივაწვდით ინდივიდუალურად.

მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეთავაზების შეჩერება შესაძლებელი იქნება ლიბერთის ბანკომატებიდან, ბანკში ვიზიტის გარეშე

ნებისმიერი შეკითხვით დაგვიკავშირდით დისტანციური მომსახურების ცენტრში: 032 255 55 00“
– აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსესხებლებს სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობენ
„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“.
| Print |