ეკონომიკა
1 აშშ დოლარის ღირებულება 17 თეთრით გაიაფდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2896 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2896 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4576 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.1686 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6232 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7370 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.1138 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
| Print |