ეკონომიკა
დღეიდან საქართველოში ონლაინვაჭრობა განახლდა
საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვები გახდა. მთავრობამ ახალი დადგენილება გამოსცა, რომელიც დღეიდან, 2 აპრილიდან ძალაშია.

ამ დრომდე ონლაინ მხოლოდ მზა საჭმელის გამოძახება იყო დასაშვები. ახალი დადგენილებით კი ამ ჩამონათვალს დაემატა საკვები პროდუქტი, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების ნივთების მიტანის სერვისით ყიდვაც.

გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებაში დამატებით აღნიშნულია, რომ დასაშვებია "ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად)".


საქართველოში ონლაინვაჭრობა რამდენიმე დღის წინ, მთავრობის 30 მარტის დადგენილებით საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, 21 აპრილამდე, შეიზღუდა.

წესების დარღვევის შემთხვევაში კომპანია (იურიდიული პირი) 15 ათასი ლარით ჯარიმდებოდა. დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმდებოდა ანდა საქმიანობის უფლება ეზღუდებოდათ.
| Print |