ეკონომიკა
5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მსუბუქი ავტომობილები შემოდის

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2019 წელს საქართველოში ავტომობილების იმპორტის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ჩამონათვალში მოხვდა მსუბუქი ავტომობილები, სატვირთო ავტომობილები, სპეცტექნიკა და სათადარიგო ნაწილები.

საქსტატის ცნობით, ქვეყანაში გასულ წელს ჯამში, 691 406 800 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები; 72 309 300 დოლარის - სატვირთო ავტომობილები; 74 608 700 დოლარის - სპეცტექნიკა, 42 004 000 აშშ დოლარის სათადარიგო ნაწილები შემოვიდა.

მათ შორის, მსუბუქი ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს აშშ, საიდანაც, 289 369 800 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა; მას მოსდევს იაპონია - 177 831 500 აშშ დოლარით; მე-3 ადგილზეა - თურქეთი, 62 086 000 აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილების იმპორტით; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი გერმანია და გაერთიანებული სამეფო იკავებს, შესაბამისად, 55 552 100 და 29 886 100 აშშ დოლარის იმპორტით.

 

| Print |