ეკონომიკა
მარტში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

 

2020 წლის მარტში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 66,7 მლნ ლარით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საერთო ჯამში, ასეთი სესხების მოცულობა 503.4 მლნ ლარს გაუტოლდა. სებ-ის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.4 პროცენტი იყო.

ვადაგადაცილებული სესხების 35.0 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 4.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 58.5 პროცენტს გაუტოლდა.

 

| Print |