ეკონომიკა
ხუთი პროდუქტი, რომელიც აპრილში გაიაფდა

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.6% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.1%-ით განისაზღვრა.

გთავაზობთ 5 პროდუქტს, რომელიც აპრილში გაიაფდა. 
  • კომბოსტო - 69,2%
  • მწვანე ლობიო - 25,2%
  • წიწაკა - 23,4%
  • პომიდორი - 11,8%
  • ბადრიჯანი - 9,4%.
აღსანიშნავია, რომ აპრილში საკვებზე ფასები მხოლოდ და მხოლოდ ამ პროდუქტებზე შემცირდა.

 

| Print |