ეკონომიკა
საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ბინების გაყიდვები 37.6%-ით შემცირდა

 

საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ბინების გაყიდვები 37.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ კომპანია "გალთ ენდ თაგარტის" კვლევაშია აღნიშნული. სააქციო საზოგადოების ინფორმაციით, ბინების გაყიდვები გაიზარდა 2020 წლის იანვარსა (+0.9% წ/წ) და თებერვალში (+7.7% წ/წ), თუმცა მარტში კლება დაფიქსირდა (-7.7% წ/წ). კვლევის ავტორთა შეფასებით, მარტის პირველ ნახევარში გაყიდვები ზრდას განაგრძობდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის შემდეგ მკვეთრად შემცირდა მეორე ნახევარში - 37.6%-იანი კლება პირველ ნახევართან შედარებით.

"2020 წლის მარტში გარეუბანში გაყიდვები კვლავ ჭარბობდა, შეადგენდა გაყიდვების ნახევარს. გაყიდვების მიხედვით ტოპ-5 უბნიდან 4 გარეუბნის (გლდანი, სამგორი, ისანი, დიდი დიღომი) წილი ჯამური გაყიდვების 49.9%-ს შეადგენდა. ჩვენი მოლოდინით, იპოთეკური სესხების რეგულაციები და მოსახლეობის შემცირებული მსყიდველობითუნარიანობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გარეუბანში გაყიდვებს,“ - აღნიშნულია კვლევაში.

2020 წლის აპრილში უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად რომ დაზარალდა, ამას საკონსულტაციო კომპანია Cushman & Wakefield-ის ანგარიშიც ამტკიცებს. მათი ინფორმაციით, გასულ თვეს, კორონავირუსის პანდემიის გამო, მიმდინარე პროექტების 11% შეჩერდა, 67% კი შეფერხდა.
| Print |