ეკონომიკა
ფერმერები 1 ჰა მიწაზე 200 ლარის სუბსიდიას მიიღებენ


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მთავრობამ ფერმერების დასახმარებლად პროგრამა შეიმუშავა, რომლის თანახმად, თითო ფერმერი სუბსიდირების სახით ერთ ჰა მიწაზე 200 ლარს მიიღებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, დახმარება დაახლოებით, 200 000 ფერმერს შეეხება და სრული ბიუჯეტი 300 მილიონი ლარი იქნება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აგრარული პროცესი არც ერთი დღით არ უნდა აგჩერდეს. ასევე, ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა არ უნდა დარჩეს. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობამ შეიმუშავა კონკრეტული გეგმა ფერმერთა დასახმარებლად არსებული პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად.

თითოეული ფერმერი, რომელსაც მიწა აქვს დარეგისტრირებული, ერთ ჰექტარზე დახმარების სახით, 200 ლარის სუბსიდიას მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ საშუალო დონის და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც, მაგალითად, 10 ჰა მიწა გააჩნიათ, მიიღებენ დახმარების სახით სახელმწიფოსგან 2000 ლარის ოდენობით. ეს, რა თქმა უნდა, გადანაწილდება პროპორციულად მათზე, ვისაც ნაკლები ფართობი მიწა აქვს“,
- განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ფერმერებმა დახმარების მიზნით, სოფლის მეურნების სამინისტროს ქვედანაყოფებს 20 მაისიდან უნდა მიმართონ.

| Print |