ეკონომიკა
უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია - საქსტატი
უმუშევრობის დონე, ქალებთან შედარებით, ტრადიციულად მაღალია კაცებში, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ, მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2018 წელთან შედარებით 1.1 %-ით შემცირდა და 11.6 % შეადგინა.

რაც შეეხება უმუშევრობის დონეს გენდერულ ჭრილში - წინა წელთან შედარებით, 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში 1.1 პუნქტით არის შემცირებული და შესაბამისად 10.1 და 12.8 პროცენტს შეადგენს. 

„2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ქალებში დასაქმების დონე 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში - 0.1 პროცენტული პუნქტით. 2019 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში (30.5%), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (2.4%), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში არააქტიურობის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი”,-აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
| Print |