ეკონომიკა
ვგეგმავთ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ტურისტული ინდუსტრიის გახსნა - ეკონომიკის მინისტრი
8 ივნისიდან რესტორნებში ყველა სახის მომსახურება აღდგება. ასევე გაიხსენება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ შესაბამისი ნებართვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მანამდე კი, პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. ასევე ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები. ახალციხეში სასტუმროების და რესტორნების დიდმა ნაწილმა მუშაობის დასაწყებად მზადება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ტურიზმის აღდგენის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მასპინძელი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კრიზისიდან გამოსვლას დიდი დრო დასჭირდება.

| Print |