ეკონომიკა
ფულადი დახმარებების გაცემას სახელმწიფო მომდევნო კვირიდან დაიწყებს
დახმარებების გაცემა მომდევნო კვირიდან დაიწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ის გამოეხმაურა ოპიზიციის კრიტიკას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებს დახმარებები არ მიუღიათ.

"არ იყო მარტივი, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურეობის სააგენტომ, ასევე შემოსავლების სამსახურმა, კარგად იმუშავეს ერთმანეთთან. ფულის რეალური გაცემები უკვე იმ კვირიდან დაიწყება. არასოდეს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა 20 აპრილს, ან 1 ივნისს და ა.შ. ყველა ადამიანი, ვისი დახმარების საჭიროებაც იქნება დასაბუთებული, დახმარებას მიიღებს", - განაცხადა გახარიამ.
| Print |