ეკონომიკა
თუ დასაქმებულ ადამიანს აპრილში აქვს ჩარიცხვა, არ ნიშნავს, რომ მან აპრილში იმუშავა - გელა დემეტრაძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურ 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ ის დაქირავებით დასაქმებულები, რომლებსაც 2020 წლის პირველ სამ თვეში ერთხელ მაინც აქვთ ხელფასი აღებული, შემდეგ თვეებში კი ვეღარ იღებენ. მისივე განმარტებით, საუბარია დაქირავებით დასაქმებულებზე, რომლებსაც აღარ ერიცხებათ ხელფასი — ეს აერთიანებს იმ ადამიანებს, ვინც სამსახურიდან გაათავისუფლეს, უხელფასო შვებულებაში გაუშვეს ან უბრალოდ აღარ უხდიან ხელფასს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დასაქმებულების დასახმარებლად დასახელებული თანხა, საკმარისი არ არის. შესაბამისად, ის ადამიანები, რომლებმაც მარტის ხელფასი აპრილში აიღეს, დახმარების გარეშე რჩებიან. მათი რიცხვი კი არც თუ ცოტაა.

| Print |