ეკონომიკა
ოქროს მწარმოებელი ქვეყნები და საქართველოს მარაგები
2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ოქროს მოპოვებამ 3 332 ტონა შეადგინა, რაც 2017 წლის გლობალურ წარმოებასთან შედარებით, 2%-ით მეტია.

bpn.ge
წარმოგიდგენთ, 10 ოქროს ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანას. რეიტინგი შედგენლია, მსოფლიო ოქროს საბჭოს ბოლო, 2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.

1. ჩინეთი - მრავალი წლის განმავლობაში ლიდერი იყო ოქროს მოპოვებით. მსოფლიო წარმოების 12% სწორედ ჩინეთზე მოდის. ბოლო მონაცემებით ოქროს წარმოება შემცირდა და 2018 წელს ჩინეთში 404,1 ტონა შეადგინა.

2. ავსტრალია - ჩინეთისგან განსხვავებით, ეს ქვეყანა ზედიზედ მეექვსე წელია, რაც ოქროს წარმოებას ზრდის. 2018 წელს ავსტრალიის მიერ მოპოვებულმა ოქრომ 314,9 ტონა შეადგინა.

3. რუსეთი - ევროპაში „დანაღმული“ ოქროს 83% რუსეთზე მოდის. წლიური წარმოება 2010 წლიდან იზრდება და მთავარი შემსყიდველი, რუსეთის მთავრობაა. 2018 წელს ქვეყანაში 297,3 ტონა ოქროს მოპოვება მოხდა.

4. აშშ - 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში ოქროს წარმოება 10%-ით გაიზარდა და 221, 7 ტონა შეადგინა.

5. კანადა - 2018 წელს, წინა წელთან შედარებით ოქროს წარმოება კანადაშიც გაიზარდა. მომდევნო წლებში კი წარმოების კიდევ უფრო ზრდას ელოდებიან, რადგან მწარმოებელმა კომპანიებმა კიდევ ერთი დამატებითი ოქროს მარაგის აღმოჩინეს. 2018 წელს კანადაში მოპოვებული ოქროს რაოდენობამ 189 ტონა შეადგინა.

6. პერუ - 2018 წელი იყო მესამე წელი, როდესაც ოქროს წარმოება ყოველწლიურად მცირდებოდა. ბოლო მონაცემებით, წლიურად მოპოვებულმა ოქროს რაოდენობამ 158,4 ტონა შეადგინა.

7. ინდონეზია - ქვეყანამ 2018 წელს 136,9 ტონა ოქროს მოპოვება შეძლო. ეს წელი ინდონეზიისთვის წარმატებული აღმოჩნდა, რადგან 2017 წელთან შედარებით, წარმოება 23%-ით გაიზარდა.

8. განა - 2018 წელს განა აფრიკის კონტინენტის ყველაზე მსხვილი ოქროს მომპოვებელი ქვეყანა გახდა. განას მიერ წარმოებული ოქროს მოცულობამ 130,5 ტონა შეადგინა.

9. სამხრეთ აფრიკა - მანამდე, მთავარი ოქროს მომპოვებელი აფრიკაში სწორედ სამხრეთ აფრიკა იყო. 2018 წელს 128,9 ტონა ოქროს წარმოება მოხდა.

10. მექსიკა - ოქროს მოპოვება მექსიკაში სულ უფრო მცირდება. კერძოდ, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს 4%-ით შემცირდა და 115,4 ტონა შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოს, ოქროს ყველაზე დიდი მარაგი ბოლნისის მადნიან ველში, სვანეთსა და სამხრეთ საქართველოშია. 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტირებული იქნა 29,452 მლნ დოლარის ღირებულების ოქრო, წინა წელს კი 21, 320 მლნ დოლარის.

საქართველოს მთავარი ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

შვეიცარია - 27,941 მლნ დოლარი

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1,092 მლნ დოლარი

თურქეთი - 417,9 ათასი დოლარი.

| Print |