ეკონომიკა
ქვეყნები, საიდანაც საქართველო პირველ ტურისტს მიიღებს
ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ მთავრობაზე, ჩვენ რა რაოდენობით და როგორ სუფთა (კოვიდის თვალსაზრისით) ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონის ტურიზმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მოგახსენებთ საიდანაც ვიწყებთ და გვაქს რეალური შანსი პირველი ტურისტები მივიღოთ: ეს არის ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, ავსტრია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა ინფექციის და ეპიდემიის გავრცელების მართვაში ეს ნელ-ნელა გადავთარგმნოთ კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგში და ეს შედეგი არის ჩამოსული ტურისტის რაოდენობა. აქ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული - მე ვარ თქვენზე დამოკიდებული ამ წესებს როგორ დაიცავთ, და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, ჩვენ რა რაოდენობით და როგორ სუფთა (კოვიდის თვალსაზრისით) ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის რთული პერიოდია.

ვერც იმას გეტყვით, რომ ერთ დღეში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა იმედი გვაქვს იმის, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად ამას ყველაფერს დავაბრუნებთ. დაგვჭირდება დაახლოებით ერთი წელი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთმნიშვნელოვნად ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, სხვანაირად მთავრობა ცალკე, ბიზნესი ცალკე, ადგილობრივი ცალკე, არ გამოვა არაფერი.

ეს პანდემია გლობალური გამოწვევაა და ჩვენ ცალკე აღებული ქვეყანა მარტო ამას ვერ გავუმკლავდებით. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ორმხრივ ფორმატში, კონკრეტულ სახელმწიფოებთან და პირველი როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს და რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა, ქუთაისი პირველ რიგში და შემდგომ ბათუმი. ამიტომ მზად უნდა ვიყოთ”
, - განაცხადა პრემიერმა.
| Print |