ეკონომიკა
ახალციხეში რესტორნები გაიხსნა, მუშობის განახლება ვერც ერთმა სასტუმრომ შეძლო

 

სტუმრების მასპინძლობა უკვე შეუძლიათ სასტუმროებს და რესტორნებს. რვა ივნისიდან მუშაობის განახლების უფლება მიეცათ იმ სასტუმროებს, რომლებმაც გაიარეს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და აქვთ სტუმრების მასპინძლობის ნებართვა. თუმცა, ახალციხეში არსებული სასტუმროებიდან ასეთი არც ერთია.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ ვისაც მუშაობის განახლების სურვილი ჰქონდა, რეკომენდაციები ვერ შეასრულეს და შესაბამისი უწყებიდან უარი მიიღეს.

 


| Print |