ეკონომიკა
პატარა ქორწილები რომ იყოს დაშვებული, კარგი იქნება - რესტორნის ადმინისტრაცია

 

ქორწილის, დაბადების დღისა და ქელეხის გადახდაზე ჯარიმა წესდება - ფიზიკურ პირებს 2 ათასი ლარის გადახდა, იურიდიულ პირებს კი 10ათასლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მოქმედი რეგულაციებით ათზე მეტი პირის შეკრება აკრძალულია.

ამის გამო, ახალციხეში რესტორანი „რომანტიკა“ მუშაობის განახლებას ჯერ არ აპირებს. ობიექტის ხელმძღვანელის თქმით, რესტორანი ძირითადად, ხალხმრავალ სუფრებზე მუშაობდა და მცირე რაოდენობის მომხმარებლის გამასპინძლება ხარჯებს ვერ დაუფარავს.

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ კვების ობიექტებში დისტანციის დაცვა აუცილებელია, თუმცა ჯარიმის ოდენობა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისი უნდა იყოს.

 


| Print |