ეკონომიკა
კომუნალური ხარჯების დაფარვა, უშემოსავლოდ დარჩენილ ხალხს გაუჭირდება - ადგილობრივები
თვის ბოლოს მოქალაქეები კომუნალური გადასახადის ქვითრებს მიიღებენ. მთავრობის მიერ შეთავაზებული სუბსიდიის ვადა, პირველ ივნისს ამოიწურა. აბონენტებს, რომლებმაც მარტში, აპრილსა და მაისში ელექტროენერგია 200 კილოვატზე, ბუნებრივი აირი კი 200 მეტრ კუბზე ნაკლები დაწვეს, გადასახადი ბიუჯეტიდან სრულად დაუფინანსდათ. ახალციხეში ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ მათი შემოსავალი არ გაზრდილა, საშეღავათო ვადის ამოწურვის შემდეგ კი გადასახადების გადახდა გაუჭირდება.

| Print |