ეკონომიკა
სამცხე-ჯავახეთის სასტუმროები, რომლებმაც მუშაობის ნებართვა მოიპოვეს
საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შემოწმების შედეგად, 142 სასტუმროს ამოქმედების ნებართვა მიეცა, - ამის შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული. 

ამ მონაცემების მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტების მასპინძლობის უფლება აქვს განთავსების 14 ობიექტს. აქედან ხუთი ბორჯომში, ორი ბაკურიანში, სამ-სამი ახალციხესა და აბასთუმანში, ერთი კი ახალქალაქში მდებარეობს. 

სასტუმროები, რომლებიც რეგიონის მასშტაბით ამოქმედდა:

ბორჯომი - ქრაუნ პლაზა, ბორჯომი ლიკანი, მეიდანი, ალმა-ატა, აპარტჰოტელი ვაინ ინ ბორჯომი. 

ბაკურიანი - რუმს კოხტა, მელსი. 

ახალციხე - ნიუ გრანდი, რიო, ტიფლისი. 

აბასთუმანი - მწვანე სასტუმრო, ნიუ ჰაუს, აბასთუმნი რეზიდენსი. 

ასპინძა - ვარძიარეზორტი. 

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ სასტუმროების სია ეტაპორივად განახლდება და განთავსდება ვებ-გვერდზე.
| Print |