ეკონომიკა
ქვეყნები, სადაც ქართული წყალი იყიდება
საქართველოდან ექსპორტირებული მინერალური და მტკნარი წყლების 41,3% რუსეთზე მოდის. 2020 იანვარ-მაისში რუსეთში 17,702 მლნ დოლარის ღირებულების 31 082 ტონა წყალი გავიდა. ეს კი 31,2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2019 წლის 5 თვეში საქართველომ რუსეთში 25,751 მლნ დოლარის ღირებულების მინერალური და მტკნარი წყალ გაყიდა.

საერთო ჯამში კი, საქსტატის მონაცემებით 2020 წლის იანვარ-მაისში მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტი 20,3%-ით შემცირდა. კერძოდ, 2020 წლის 5 თვეში ექსპორტირებული იქნა 42,842 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 53,778 მლნ დოლარის.

საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყალი 30 ქვეყანაში გადის. გთავაზობთ 10 ქვეყანას, სადაც 2020 წლის იანვარ-მაისში აღნიშნული პროდუქცია ყველაზე დიდი რაოდენობით გავიდა:
  • რუსეთი - 17,705 მლნ დოლარი (31 082 ტონა)
  • უკრაინა - 8,330 მლნ დოლარი (18 951 ტონა)
  • ლიეტუვა - 7,16 მლნ დოლარი (12 084 ტონა)
  • ბულგარეთი - 2,847 მლნ დოლარი (5 674 ტონა)
  • ყაზახეთი - 2,431 მლნ დოლარი (3 986 ტონა)
  • უზბეკეთი - 848,3 ათასი დოლარი (1 119 ტონა)
  • ამერიკა - 762,2 ათასი დოლარი (943 ტონა)
  • აზერბაიჯანი - 552,2 ათასი დოლარი (1 493 ტონა)
  • ისრაელი - 489,4 ათასი დოლარი (726,6 ტონა)
  • მოლდოვა - 424,6 ათასი დოლარი (559,5 ტონა)
| Print |