ეკონომიკა
ოთხ თვეში, ათკაციანი ქორწილისთვის კაბა ერთმა პატარძალმა იქირავა - საქორწილო ბიზნესის გამოწვევები
ერთი წელია, რაც ახალციხეში საქორწილო სალონი „ანკა დეკორი“ გაიხსნა. საქორწილო კაბებს ანაიდ კირაკოსიანი თავად ქმნის. ამბობს, რომ საგაზაფხულოდ 20-მდე კაბა, ახალი დიზაინით შექმნა, თუმცა პანდემიის ოთხი თვე ისე გავიდა, რომ კაბა მხოლოდ ერთმა პატარძალმა იქირავა. სტუდიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დროა რეგულაციები შემსუბუქდეს და მსურველებს ქორწილის გადახდის საშუალება მიეცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესი გაკოტრდება.

| Print |