ეკონომიკა
მაისში, ვადაგადაცილებული სესხები 13.6 მლნ ლარით გაიზარდა
2020 წლის მაისში, ვადაგადაცილებული სესხები 13.6 მლნ ლარით გაიზარდა და 506.2 მლნ ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5% იყო. ვადაგადაცილებული სესხების 34.1% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, სებ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.1%-ით შემცირდა და 57.6% გაუტოლდა.
| Print |