ეკონომიკა
შიდა მარშრუტებზე მოთხოვნა გაიზარდა - ტურისტული კომპანია
შიდა ტურიზმი ერთ-ერთი ის დარგია, რომელმაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მუშაობა პირველმა განაახლა.

იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორტიაზე შეუძლიათ, ტუროპერატორების თქმით, მარშრუტებზე მოთხოვნა გაიზარდა.

ამ ფონზე, სამცხე-ჯავახეთში პირველი მოგზაურთა და მოლაშქრეთა კლუბი დააარსდა, რომელიც მსურველებს ჯერ რეგიონის, შემდეგ კი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს გააცნობს. გიდების და მოლაშქრეების გუნდი, რომელმაც კლუბი „აბული“ შექმნა, პრიორიტეტს უცნობ მარშრუტებს ანიჭებს.

მათ უკვე განახორციელეს რამდენიმე ვიზიტი ჯავახეთისა და სხვა რეგიონის ობიექტებზე.სპეციალისტები მსურველებს როგორც სალაშქრო, ისე საექსკურსიო ტურებს სთავაზობენ. მომავალში, საზღვრების გახსნის შემდეგ ვარაუდობენ, რომ საერთაშორისომარშრუტებსაც დაამატებენ.

| Print |