ეკონომიკა
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 290.9%-ით გაიზარდა
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მთლიანი ექსპორტის მოცულობამ მილირად 503 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით ნაკლებია.

თუმცა, მიუხედავად ექსპორტის 16 პროცენტიანი შემცირებისა, მოცემულ პერიოდში საქართველოდან ჩინეთში 290.9%-ით მეტი საქონელი გავიდა. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ჩინეთში ექსპორტის მოცულობა მუდმივად იზრდება.

რაც შეეხება იმ ძირითად სასაქონლო ჯგუფებს, რომლებიც ჩინეთში ყველაზე დიდი მოცულობით გაგვაქვს, ესენია:
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები;
  • ძვირფასი ლითონების მადნები;
  • ნატურალური ღვინოები;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი;
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი 2017 წლის 13 მაისს მოეწერა, ხოლო 2018 წლის პირველ იანვრიდან ოფიციალურად ამოქმედდა.
| Print |