ეკონომიკა
როგორ იმუშავა პროდუქტის სუბსიდირების პროგრამამ - ინფოგრაფიკა

 

საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარი პანდემიის დროს იმისთვის დაიხარჯა, რომ ცხრა ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაზრდილიყო. მთავრობამ სუბსიდირების პროგრამის განხორციელება მარტშივე დაიწყო, მისი ამოქმედებიდან ერთ თვეში კი, ცხრა პროდუქტიდან შვიდზე ფასები გაიზარდა.

„მთავრობას სუბსიდია რომ არ გამოეცხადებინა, ფასები ყველა პროდუქტზე შემცირდებოდა. შეუძლოებელი იყო ფასი გაზრდილიყო, რადგან მოხმარებაც შემცირებული იყო ამ პერიოდში. ადამიანები აღარ მუშაობდნენ, შემოსავალი არ ჰქონდათ, პროდუქტი სჭირდებოდათ, მაგრამ მარაგებს ვერ შეიქმნიდნენ“, - ფიქრობს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოში ამბობენ, რომ ლობიოს და წიწიბურას გარდა, პროგრამით ყველა პროდუქტის იმპორტიორმა, 15-მა კომპანიამ ისარგებლა. 10მილიონიანი ბიუჯეტიდან მხოლოდ 5,6 მლნ. გაიხარჯა.

„როდესაც ეს პროექტი ჩავუშვით, იმ კრიზისული მომენტისთვის თავისი შედეგი, ასე თუ ისე გამოიღო. კურსთა შორის სხვაობის რისკების დაზღვევა ხდებოდა, თუმცა როგორც კი ეს პროექტი ჩაეშვა, ლარი გამყარდა. შესაბამისად, სუბსიდიაზე მოთხოვნაც ნაკლებად აქტუალური გახდა. ამირომ არ მოხდა მეტი თანხიოს გახარჯვა და მეტი პროდუქტის სუბსიდირება. განაცხადი იმაზე გაცილებით ბევრ კომპანიას ჰქონდა შემოტანილი, ვიდრე შემდეგ ისარგებლეს“, - გვითხრა სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს პროექტების კოორდინატორმა ლევან უროტაძემ. მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში საქართველოში შემოვიდა. 47 ტონა მაკარონი, 210 ტონა მზესუმზირის ზეთი, 750 ტონა რძის ფხვნილი, 135 ტონა შაქარი, 40 ტონა ხორბალი. 
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |