ეკონომიკა
ახალციხეში ათი ენერგოაუდიტორი გადამზადდა
ახალციხის მუნიციპალიტეტს ათი ენერგოაუდიტორი ჰყავს. საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრმა მათი გადამზადების რვათვიანი პროექტი „ენერგოაუდიტორები - ენერგოეგფექტურობის მონიტორინგისთვის“ დაასრულა.

მის ფარგლებში სამოქალაქო სექტორისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები გადამზადდნენ. კურსის დასრულების შემდეგ, მათ შენობებში ენერგოაუდიტის ჩატარება შეუძლიათ.

კურსის განმავლობაში დაუფლებული უნარ-ჩვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პროექტის მონაწილეებმა შემაჯამებელ შეხვედრაზე იმსჯელეს.

ენერგოაუდიტორთა ჯგუფის ხელმძღვანელად გია ჯანაშვილი აირჩიეს. მისი თქმით, გადამზადებული პირები პირველ რიგში, საჯარო შენობების - საბავშვო ბაღებისა და სკოლების ენერგოაუდიტს განახორციელებენ. ასევე, დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უფასოდ გაუწევენ.

| Print |